"მოსყიდვის მცდელობა" - ცისკარიშვილი 150 ათასი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირებაზე
"არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და ამ მოსყიდვის მცდელობებით არაფერი გამოუვათ," - ასე პასუხობს ახლადდანიშნული პრემიერის ინიციატვას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
როგორც "დღის ამბებთან" ცისკარიშვილი ამბობს, 150 ათასი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და ამ მოსყიდვის მცდელობებით არაფერი გამოუვათ. 150 ათას პენსიონერს ამ საპროცენტო განაკვეთით რაღაც რამდენიმე ლარით დააკლდება ყოველთვიური ის თანხა, რომელიც ეჭრება პენსიიდან, ეს არაფერი დიდი შეღავათი არაა, ჩვენ გვაქვს უფრო შორს მიმავალი გეგმა - ეს სესხები საერთოდ უნდა განულდეს, არა მარტო პენსიონერებზე, არამედ სხვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვინც ბიზნესისთვის იებს სესხს, ან პირად სესხს იღებს, იქ უნდა იყოს იმის ნახევარი საპროცენტო განაკვეთი, რაც დღეს არის,“ - ამბობს ცისკარიშვილი.