თაღლითობაა, პენსიონერებს უნდა გაუუქმდეთ ვალები - ნათელაშვილი
„ივანიშვილისა და ოცნებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია,“ - ამ განცხადებას „დღის ამბებთან“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აკეთებს.
ნათელაშვილის თქმით, ახლადდანიშნული პრემიერის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომელიც 150 ათასი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირებას უკავშირდება, „თაღლითობაა“.
ეს მორიგი თაღლითობაა. რაც შეეხება პენსიონერებზე ვალების შემცირებას, პენსიონერებს ვალების შემცირება კი არ უნდათ, უნდა გაუქმდეს ეს ვალები. უნდა ჩამოეწეროს - დღეს ბაიდენმა მოაწერა ხელი და მილიარდ 200 მილიონი ჩამოაწერა სტუდენტებს სტუდენტური სესხები.
ეს თქვენი მოგონილი ვალებია - პენსიონერები უკიდურესი აუცილებლობის გამო, თავის გადასარჩენად იღებენ ვალს,“ - ამბობს ნათელაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.