"ჩვენი სურვილია, "ოცნებამ" ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ აქტიურად იმუშაოს" - ჰერჩინსკი
ჩვენი სურვილია საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკის წინააღმდეგ, - ამის შესახებ - მის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველო იქცეოდეს და მოქმედებდეს, როგორც "ერთ-ერთი ჩვენგანი"
თქვენ მეკითხებით ანტიდასავლურ რიტორიკაზე. კიდევ ერთხელ გახსენებთ 9 ნაბიჯიდან პირველს. ჩვენ გვსურს საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი. ამისთვის გვინდა, რომ საქართველო იქცეოდეს და მოქმედებდეს როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი. ამისთვის ვითხოვთ დაჟინებით, რომ საქართველომ ეს მაჩვენებელი შესაბამისობაში მოიყვანოს ჩვენს უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან. ჩვენი სურვილია საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკის წინააღმდეგ, რომელთა უმეტესობაც უცხოეთიდან მოდის და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით საიდან." - ამბობს ჰერჩინსკი.
ანტიდასავლურ რიტორიკის ცვლილებაზე დღეს, ირაკლი კობახიძესაც ჰკითხეს. ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის ელჩს შეხვდა და უთხრა, რომ "თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია".