სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა კობახიძესთან - საელჩო

23.02.24 16:40
სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა კობახიძესთან - საელჩო

სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას ამერიკის საელჩო ეხმაურება.

როგორც დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ელჩი დანიგანი შეხვდა პრემიერ კობახიძეს და ისაუბრეს "სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ".

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერმინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას," - წერია ამერიკის საელჩოს განცხადებებში. 

იცვლება თუ არა ქვეყნის პრიორიტეტები საგარეო მიმართულებით და ემუქრება თუ არა საფრთხე ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას - პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ურთიერთობის სურვილის ნაკლებობაში ადანაშაულებს.