მდინარაძე აშშ-ის ხელისუფლებას: ნამდვილი მეგობრობის შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით

23.02.24 17:18
მდინარაძე აშშ-ის ხელისუფლებას: ნამდვილი მეგობრობის შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით

„ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენ მიგვაჩნიხართ ნამდვილ მეგობრებად, მაგრამ თქვენი მხრიდანაც ამ ნამდვილი მეგობრობის შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით,“ - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე აკეთებს.

მდინარაძე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სრულად იზიარებს და ამბობს, რომ ამერიკამ საქართველოს "ნამდვილი მეგობრობა" უნდა დაუმტკიცოს. 

გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენი მყარი, ღირსეული, სწორი კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ ხომ მათ არ ვსაყვედურობთ - ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენ მიგვაჩნიხართ ნამდვილ მეგობრებად, მაგრამ თქვენი მხრიდანაც ამ ნამდვილი მეგობრობის შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით.

როცა ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან მთავარი კონტრიბუტორია საქართველო, როგორ შეიძლება აქეთ პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ,“ - ამბობს მდინარაძე.

იცვლება თუ არა ქვეყნის პრიორიტეტები საგარეო მიმართულებით და ემუქრება თუ არა საფრთხე ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას - პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ურთიერთობის სურვილის ნაკლებობაში ადანაშაულებს.