კობახიძის ეს განცხადებაც მორიგი თავდასხმაა სტრატეგიულ პარტნიორზე - აქუბარდია

23.02.24 17:32
კობახიძის ეს განცხადებაც მორიგი თავდასხმაა სტრატეგიულ პარტნიორზე - აქუბარდია

""ქართული ოცნება" არათუ აპირებს გააღრმავოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, არამედ ის ხარისხი, რაც ამ მოცემულობაში არის, დააზიანოს ამ ტიპის განცხადებებით", - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხდებას აშშ-ისთან დაკავშირებით.

აქუბარდიას შეფასებით, მაშინ, როდესაც პრემიერი კობახიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს აშშ-ის მიმართ, ესეც დამაზიანებელია ქვეყნის ინტერესისთვის.

ეს განცხადებაც მორიგი თავდასხმა არის საქართველოს იმ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, რომელზეც დგას ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დროთა განმავლობაში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნება" არათუ აპირებს გააღრმავოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, არამედ ის ხარისხი, რაც ამ მოცემულობაში არის, დააზიანოს ამ ტიპის განცხადებებით,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

იცვლება თუ არა ქვეყნის პრიორიტეტები საგარეო მიმართულებით და ემუქრება თუ არა საფრთხე ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას - პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ურთიერთობის სურვილის ნაკლებობაში ადანაშაულებს.