ივანიშვილი რუს ოლიგარქად გაფორმდა - ნაცვლიშვილი

23.02.24 17:56
ივანიშვილი რუს ოლიგარქად გაფორმდა - ნაცვლიშვილი

ივანიშვილი გაფორმდა, როგორც რუსი ოლიგარქი  - ასე ეხმაურება "The national interest"-ის სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქების სამეულში მოხვდა, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

ეს ადასტურებს იმას, რომ ფორმალური შეფუთვაც არ უნდა მოუძებნონ მას და რა ტიპის პარტიული თუ სხვა თანამდებობა არ უნდა მისცენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და პარტნიორების თვალში, ის არის და რჩება რუს ოლიგარქად, რომელსაც მიტაცებული აქვს ეს ქვეყანა. შესაბამისად, ვერანაირი პარტიული თანამდებობა თუ სხვა ხრიკები ვერ აზღვევს იმას, რომ ის გაფორმდა, როგორც რუსი ოლიგარქი", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების სამეულში მოხდა - გავლენიანი ამერიკული გამოცემა "The national interest" ივანიშვილს ვიქტორ მედვედჩუკისა და ვლადიმერ პლახატნიუკის გვერდით აყენებს.

რუსეთის მიტაცების სტრატეგიის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცების კლასიკურ ნიმუშად არის დასახელებული. 

ამერიკელმა მკველვარებმა დეტალურად ახსნეს, როგორ მოვიდა ოლიგარქი ხელისუფლებაში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული მონოპოლია გამოაცხადა.  "The national interest"-ს არც ივანიშვილის წარსულის გამოცდილება დავიწყებია.