ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებენ, მაგრამ მონარქივით იქცევა - ცისკარიშვილი
ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებენ, მაგრამ მონარქივით იქცევა - ასე ეხმაურება "The national interest"-ის სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქების სამეულში მოხვდა, ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
გვყავს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ოლიგარქს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ის მართლა მონარქივით იქცევა, ისე, რომ თვითონ ნიშნავს ყველას თანამდებობაზე - პრემიერიდან დაწყებული გაგრძელებული ნებისმიერი სამინისტროთი, საპარლამენტო სიების დაკომპლექტებით, მართლმსაჯულების სისტემაში, ეროვნულ ბანკში, ცესკოში, ყველა, მთელი ეს ვერტიკალი მის დაქვემდებარებაშია", - ამბობს ცისკარიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქების სამეულში მოხდა - გავლენიანი ამერიკული გამოცემა "The national interest" ივანიშვილს ვიქტორ მედვედჩუკისა და ვლადიმერ პლახატნიუკის გვერდით აყენებს.
რუსეთის მიტაცების სტრატეგიის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცების კლასიკურ ნიმუშად არის დასახელებული.
ამერიკელმა მკველვარებმა დეტალურად ახსნეს, როგორ მოვიდა ოლიგარქი ხელისუფლებაში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული მონოპოლია გამოაცხადა. "The national interest"-ს არც ივანიშვილის წარსულის გამოცდილება დავიწყებია.