ნინოწმინდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს კითხვები უკვე გადაუგზავნა არაადამიანურ მოპყრობაზე - პატარაია

23.02.24 18:33
ნინოწმინდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს კითხვები უკვე გადაუგზავნა არაადამიანურ მოპყრობაზე - პატარაია

ნინოწმინდის საქმე დაკომუნიცირდა სტრასბურგის სასამართლოში, - ამის შესახებ ინფორმაციას საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს.

პატარაიას ინფორმაციით, ევროსასამართლომ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს კითხვებით უკვე მიმართა.

სტრასბურგმა სახელმწიფოს უკვე გადაუგზავნა შეკითხვები არადამიანურ მოპყრობაზე, რასაც ნინოწმინდის პანსიონის ბავშვები განიცდიდნენ. 

გადავდივართ მუშაობის მეორე ეტაპზე, სადაც სახელმწიფოს მოუწევს პასუხის გაცემა ყველაფერზე. 

გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ნინოწმინდის ბავშვებს", - წერს ბაია პატარაია.

წამება, დამცირება, არაადამიანური მოპყრობა - ნინოწმინდის პანსიონში მოზარდებზე ძალადობის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. პანსიონის 5-მა ყოფილმა აღსაზრდელმა ევრო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოში სამართალი ვერ იპოვა. წლებია, დაზარალებული ბავშვები და მათი უფლებადამცველები  უმძიმეს ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ. საგამოძიებო უწყებაში 50-მდე ბენეფიციარის ჩვენება დევს, თუმცა  3 წელია, სამართალდამცველები დუმილის რეჟიმში არიან.