დოლიძე პრეზიდენტს ხვალ შეხვდება - როგორ წარმოუდგენია სამუშაო პროცესი "ხალხისთვის" ლიდერს

23.02.24 18:52
დოლიძე პრეზიდენტს ხვალ შეხვდება - როგორ წარმოუდგენია სამუშაო პროცესი "ხალხისთვის" ლიდერს

„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ხვალ პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე შეხვდება. დოლიძის თქმით, პირველ რიგში, სურს, მოისმინოს, რა მიზანი აქვს პრეზიდენტს და რას უკავშირდება მისი შეხვედრები როგორც ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ანა დოლიძის თქმით, მისთვის მიუღებელია რამდენიმე პარტიასთან ერთად მუშაობა მაგალითად, სასამართლო საკითხებზე და მას ურჩევია, პრეზიდენტმა კონკრეტული თემები ცალკეულ პარტიებთან დაამუშაოს.

სხვა მექანიზმებთან ერთად სწორია, როდესაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გამოთქვა ინიციატივა, პირველ რიგში, ხვალ მივდივართ ჩვენ, რომ მისგან მოვისმინოთ, რას გულისხმობს ის. თუ აქ იგულისხმება საქმიანი პროცესი, სადაც ყველა ჩვენს ტვინებს მოვახმართ ამ პროცესს და დავწერთ ცვლილებებს და ქალბატონი პრეზიდენტი ამას ევროკავშირში გააგზავნის, როგორც ალტერნატივას, ამას მე ვემხრობი, ოღონდ ეს არ გამოვა ნაციონალებთან და ყოფილ ნაციონალებთან ერთად, იმიტომ, რომ ჩემგან არ გამოვა იმ ხალხთან ერთად, რომელმაც ეს სისტემა მოანგრია, დავჯდეთ, სანამ არ იქნება ახსნა-განმარტება, მათ ეს რატომ და როგორ გააკეთეს. 
ნაციონალები და ყოფილი ნაციონალები - ყველა, ვის ბიოგრაფიაშიც არის, რომ იკავებდა წამყვან თანამდებობას „ნაციონალურ მოძრაობაში“.
თუ იქნება ეს სამუშაო პროცესი, რაღაცნაირად სამუშაო სიტუაცია იქ უნდა იყოს. მგონია, რომ თუ რამე შტაბი იქნება პრეზიდენტთან, რომ დავწეროთ, უნდა იყოს ცალ-ცალკე. 
მურუსიძე-ჩინჩალაძე ნაციონალების მოყვანილია, უცებ იგივე ხალხი, როდესაც მესაუბრება, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე გასაშვებია, მე ჯერ მართლა მინდა ვკითხო, რომ რას აკეთებდნენ აქამდე, ეს სისტემა როგორ შექმნეს. ეს დიალოგი არ გამოვა, ცალკე დაწერონ და გააკეთონ. ჩემი ამომრჩევლისთვის ეს არ იქნება კომფორტული,“ - ამბობს ანა დოლიძე.

პრეზიდენტთან შეხვედრები გრძელდება - "გამარჯვების კოალიციის" ლიდერები, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა პრეზიდენტს ორშაბათს ხვდებიან.