მოიტანოს და დადოს ფაქტები - "ოცნება" გახარიას ბრალდებას პასუხობს

01.07.21 15:14
მოიტანოს და დადოს ფაქტები - "ოცნება" გახარიას ბრალდებას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ბრალდებებს ეხმაურება.

"ქართულ ოცნებაში" ყოფილ თანაგუნდელს ურჩევენ, რომ კონკრეტული ფაქტები დადოს იმის შესახებ, რომ სუს-ი უთვალთვალებს: 

სამწუხაროდ, ბატონი გახარია რაც დაბრუნდა პოლიტიკაში ოპოზიციურ ფლანგზე, მხოლოდ არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე მას დევნიან, უთვალთვალებენ და ა.შ. მოვუწოდებთ მას, მოიტანოს, დადოს ფაქტები, ან დაანებოს არათანმიმდევრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავი და შემოგვთავაზოს მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრებისა, სამწუხაროდ, რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოვისმინეთ"- აცხადებს ამილახვარი. 

 გიორგი გახარია ამბობს, რომ სუს-ი უთვალთვალებს.