ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა - არჩილ თალაკვაძე

14.03.21 20:25
ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა - არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მოლაპარაკებები გრძელდება. ჯერ კიდევ რჩება სამუშაო, რომ პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არამხოლოდ ხელისუფლებამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთებულია. შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე.. რა თქმა უნდა, დროს და ენერგიას ვუთმობთ ამ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგს, თუმცა, მეორე მხრივ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ის, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება -პოსტკოვიდური სიტუაციის შემცირება, სიღარიბის დაძლევა. - ამბობს თალაკვაძე.

 

დანიელსონი დღეს,  როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით "ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული არ არის. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ.