მილიონამდე ლარი ავტოპარკის განახლებისთვის - ოზურგეთის "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ათობით ახალი მანქანა იყიდეს

24.02.24 12:04
მილიონამდე ლარი ავტოპარკის განახლებისთვის - ოზურგეთის "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ათობით ახალი მანქანა იყიდეს

თითქმის მილიონი ლარი ავტოპარკის განახლებისთვის - ოზურგეთის საკრებულომ და მერიის მაღალჩინოსნებმა 22 ავტომობილისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 985 ათას 669 ლარი დახარჯეს.

საკრებულოს შენობების ავტოსადგომებზე განახლებული მანქანები აღარ ეტევა, რის გამოც ძვირადღირებულ ავტომობილებს პირდაპირ  ტროტუარებზე აჩერებენ.

რატომ იხარჯება დიდი ფული მანქანებში მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია? - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თათია ნიკოლაშვილი "პირველებთან" საუბრის დროს სავარაუდო კორუფციის რისკებზე ამახვილებს ყურადღებას.

იმ ფონზე, როდესაც ოზურგეთში ყველა მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ამ დროს ოზურგეთის კორუმპირებული და ქურდი მერი, რომელიც ხალის ხარჯზე პირად კომფორტს იქმნის, ფულს ფლანგავს მისი ავტოპარკის განახლებისთვის, ასი ათასლარიანი მანქანებით რომ იაროს და ასევე მერიის თანამშრომლებისთვის, რომლებიც პირნათლად ასრულებენ იმ მოვალეობას, რასაც ხალხის ჯიბეებიდან ფულის ამოღება ჰქვია", - ამბობს ნიკოლაშვილი.

ცნობისთვის, დოკუმენტის თანახმად, ყველაზე ბევრი თანხა ავტოპარკის მოწყობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა დახარჯა. მეორე ადგილას ლანჩხუთი, ხოლო ბოლო პოზიციას ჩოხატაური იკავებს.