თბილისის მერიაში კლასიკური კორუფციული სქემა მოქმედებს - ბესიკ დონაძე

25.02.24 13:45
თბილისის მერიაში კლასიკური კორუფციული სქემა მოქმედებს - ბესიკ დონაძე

თბილისის მერიაში კლასიკური კორუფციული სქემა მოქმედებს, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე შაბათის ეთერში გასულ სკანდალურ რეპორტაჟს, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში მშენებარე კორპუსებში, რომელთათვისაც მერია მანამდე ნებართვას არ გასცემდა, კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ავთანდილ თევზაძისა და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის თანაკლასელის ოჯახის ჩარევის შემდეგ, პრობლემა გვარდება. 

ოპოზიციის წვერის თქმით, აღნიშნულ სქემას მწვანეს სწორედ დედაქალაქის მერი უნთებს. 

თბილისის მერიაში მოქმედებს კლასიკური კორუფციული სქემა, როდესაც არაოფიციალური, არაუფლებამოსილი და მესამე პირების საშუალებით მიმდინარეობს საქმეების დალაგება. ეს, რა თქმა უნდა, კალაძის მიერ არის მწვანე ანთებული ანუ კალაძე ყვლაფრის საქმის კურსშია, უბრალოდ, მერიის თანამშრომელი რომ არ გამოჩნდეს დაინტერესებული მხარე, ამ დროს მესამე მხარის დახმარებით, საერთოდ სხვა ადამიანი ამ ყველაფერს ალაგებს, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

შაბათის ეთერის რეპორტაჟით დგინდება, რომ კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის და ივანიშვილის მეუღლის გარემოცვის, ავთანდილ თევზაძის ხელით არა მხოლოდ სამშენებლო ნებართვების მოპოვება ან დარღვევით აშენებულის დაკანონება ხდება, არამედ კოეფიციენტების ზრდაც ანუ იმაზე დიდი კორპუსების აშენება, ვიდრე დედაქალაქის გენერალური გეგმა ითვალისწინებს.