კალაძის და ივანიშვილის ხელით თბილისში სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს - საბა ბუაძე

25.02.24 13:52
კალაძის და ივანიშვილის ხელით თბილისში სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს - საბა ბუაძე

 კალაძის და ივანიშვილის ხელით თბილისში სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე შაბათის ეთერში გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ საუბრობს. ოპოზიციის წევრი სამშენებლო სფეროში სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართელ პარტიასან დაკავსირეულ პირებს ხელისუფლება ყველაფრის უფლებას აძლევს.

კალაძის და ივანიშვილის ხელით თბილისში მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ურბანული გენოციდი და ამ ურბანულ გენოციდს აქვს თავისი მთავარი გამოწვევი მიზეზი: ეს არის უზარმაზარი კორუფცია, რომელიც განსაკუთრებით სამშენებლო სფეროაშია ჩამოყალიბებული და რომელიც თბილისის დამახინჯების და ჩვენი ცხოვრების გაუარესების ხარჯზე ყველაფრის უფლებას აძლევს სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით არიან დაკავშირებული მმართელ პარტიასთან, - ამბობს საბა ბუაძე. 

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში მშენებარე კორპუსებში, რომელთათვისაც მერია მანამდე ნებართვას არ გასცემდა, კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ავთანდილ თევზაძისა და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის თანაკლასელის ოჯახის ჩარევის შემდეგ, პრობლემა გვარდება. კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის სახელზე კი ბინები ფორმდება.