მოლაპარაკებები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგ - კობახიძე

14.03.21 20:28
მოლაპარაკებები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგ - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება. ამის შესახებ კობახიძემ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონთან მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს, წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით,თუმცა გაგრძელდება მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს, -თქვა კობახიძემ

 კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნებასთან" შეხვედრა დღეს ორჯერ გამართა. დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდა. 

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები