მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ბათუმში გრძელდება
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ბათუმში გრძელდება. მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ადგილზე მისულ ადამიანებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ დღის განმავლობაში არ წყდება იმ მოქალაქეების ნაკადი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს.
დღეს ვიმყოფებით ბათუმში, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. შევხვდით ასევე უამრავ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ასევე დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ შემოუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ასევე ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და წარმოუდგენელი დღე შედგა, როდესაც მოდის ასობით ადამიანი, ასობით ჩვენი მოქალაქე, არ შეჩერებულა ნაკადი დილიდან და ამდენი ბათუმელი ადამიანი ითხოვ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოს თავისუფლების იდეას. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.
ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც მიხეილ საკაშილის ციხიდან გათავისუფლება შეუძლია, სწორედ პრეზიდენტია და მან ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს.
დღეს აჭარაში სტუმრად გვყავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, რომელსაც მინდა გადავუხადო მადლობა. გრძელდება ხელმოწერების შეგროვება აჭარაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ერთადერთი ბერკეტი, ვისაც აქვს დღეს, ეს არის ქალბატონ პრეზიდენტს. მე მინდა მოვუწოდო მას, გაითვალისწინოს ამდენი ადამიანის მოთხოვნა და დროულად გაათავისუფლოს საპყრობილიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ლევან ანთაძე კი ამბობს, რომ სააკაშილის გათავისუფლების საკითხი მსოფლიო მნიშვნელობის მატარებელია. მისი ტქმით, ზურაბიშილმა ამ ნაბიჯით უნდა აჩვენოს დასავლეთს, თუ რომელ და ვის მხარეს დგას.
დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის, ალბათ, მთელი მსოფლიოსთვის იმ ფონზე, როდესაც პუტინმა მისი ერთ-ერთი მტერი ნავალნი მოკლა ციხეში და მეორე მტერი არის საქართველოს ციხეში ჩვენდა სამწუხაროდ. ეს შანსიც არის სალომე ზურაბიშვილისთვის აჩვენოს დასავლეთს, თუ სად დგას ის, ვის მხარეს დგას, არის ბნელი იმპერიის მხარეს თუ არის საქართველოს ხვალინდელი დღის მხარეს, ამიტომ ჩვენი როგორც თხოვნა, ისე დავალებაც არის, რომ გაათავისუფლოს ხვალინდელი დღისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელიც შექმნა ეს სახელმწიფო თავიდან, - განაცხადა ლევან ანთაძემ.