ხელის დაფარებაა. ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსის ღარიბაშვილის ხელდასმულია რაჟდენ კუპრაშვილი - გეგელია

26.02.24 11:59
ხელის დაფარებაა. ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსის ღარიბაშვილის ხელდასმულია რაჟდენ კუპრაშვილი - გეგელია

"ეს არის არა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაცვის მცდელობა, არამედ ხელის დაფარება იმაში, რომ ამ ინსტიტუტმა არასდროს არაფერი რეალურად არ გამოიძიოს," - ამ განცხადებით ეხმაურება "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის შემუშავებას, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დაცვის გარანტიებს უზრუნველყოფს და ხელშეუხებლობას სთავაზობს. 

გეგელიას შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი უფროსი ღარიბაშვილის კადრია, ყოფილი პრემიერი კი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, "ყველაზე კორუმპირებულია". 

იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვყავს პრემიერ ღარიბაშვილის - ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსის მიერ დანიშნული და ხელდასმული რაჟდენ კუპრაშვილი, ასეთ დროს მის ხელშეუვალობაზე საუბარი, ბუნებრივია, არის იმის უზრუნველყოფის მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში კორუფცია არასდროს არ იქნას სისტემური თვალსაზრისით გამოძიებული, ამიტომ ეს არის არა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაცვის მცდელობა, არამედ ხელის დაფარება იმაში, რომ ამ ინსტიტუტმა არასდროს არაფერი რეალურად არ გამოიძიოს,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - კაცი, ვინც "ოცნების" კორუფციული გარიგებები უნდა შეისწავლოს საკანონმდებლო დონეზე აძლევენ დაცვის უმაღლესს გარანტიას