ფორმალური ცვლილებებია - ჯაფარიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დაცვის გარანტიების გაზრდაზე
"ამ ცვლილებებს არავინ ჩაუთვლის იმ 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებად, სადაც ანტიკორუფციულ ბიუროზეა საუბარი", - ასე აფასებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის შემუშავებას, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დაცვის გარანტიებს უზრუნველყოფს და ხელშეუხებლობას სთავაზობს.
ზურა ჯაფარიძის შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალურ ხასიათს ატარებს, რასაც ევროკავშირი "ქართულ ოცნებას" შესრულებულად არ ჩაუთვლის.
ამ წუთში არანაირი სანდოობა არ არსებობს და ისედაც გასაგებია, იგივე შენობაში ზის, ღარიბაშვილმა დანიშნა, ღარიბაშვილთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა - საიდან მოაქვს ის საათები, საიდან მოაქვს ის ფული, რომელზეც იძახის მამამ მაჩუქაო - ამ რაღაცებს არ იძიებს ეგ ორგანო, გასაგებია, რომ არაფრის გამკეთებელი არ არის. ეს არის ფორმალური ცვლილებები, რომ ვითომ რაღაცას აკეთებენ. ამ ცვლილებებს არავინ ჩაუთვლის იმ 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებად, სადაც ანტიკორუფციულ ბიუროზეა საუბარი,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - კაცი, ვინც "ოცნების" კორუფციული გარიგებები უნდა შეისწავლოს საკანონმდებლო დონეზე აძლევენ დაცვის უმაღლესს გარანტიას.