რა შემთხვევაში იქნება ანტიკორუფციული ბიურო ეფექტური - ხიდაშელი ორ მთავარ პირობას ასახელებს

26.02.24 12:12
რა შემთხვევაში იქნება ანტიკორუფციული ბიურო ეფექტური - ხიდაშელი ორ მთავარ პირობას ასახელებს

ანტიკორფუციული ბიურო პრემიერს არ უნდა იყოს დაქვემდებარებული და მას რეალური საგამოძიებო ფუნქციები უნდა ჰქონდეს - რა შემთხვევაში იქნება ანტიკორუფციული ბიურო ეფექტური, სწორედ ამ ორ მთავარ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას თინა ხიდაშელი.

როგორც ხიდაშელი ამბობს, მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებები "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დაცვის გარანტიებს უზრუნველყოფს და ხელშეუხებლობას სთავაზობს, ფორმალურია მანამ, სანამ რეალურ დამოუკიდებლობას არ მიიღებს ბიურო. 

მისი დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი არის თუ საიდან მოდის ანტიკორუფციული ბიურო, რა არის მისი წარმოშობის წყარო და როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერია მისი წარმოშობის წყარო, ის უკვე ვეღარ არის დამოუკიდებელი, იმიტომ, რომ გასაგებია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მთავარი სამიზნე არის აღმასრულებელი ხელისუფლება და მისგან მომდინარე ქმედებები, მეორე, სანამ არ არსებობს არანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ რეალური საგამოძიებო ფუნქციით იყოს აღჭურვილი ანტიკორუფციული ბიურო და მათ შორის, ვგულისხმობ, დაპატიმრების სანქციის გაცემის უფლებასაც, მანამდე აზრი არ აქვს მის რეალურ ქმედითუნარიანობაზე საუბარს. სანამ ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდება, დანარჩენი ყველაფერი არის ფორმალობა,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - კაცი, ვინც "ოცნების" კორუფციული გარიგებები უნდა შეისწავლოს საკანონმდებლო დონეზე აძლევენ დაცვის უმაღლესს გარანტიას.