ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა - ჰერჩინსკი მთავრობას რეკომენდაციების სერიოზულად აღქმისკენ მოუწოდებს
საბედისწერო პოლიტიკური სვლა - "ქართული ოცნების" ფორმალურად გატარებული რეფორმები ბარიერი გახდება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ელჩი ჰერჩინსკი კობახიძის მთავრობას სთხოვს სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხს.
9 ნაბიჯიდან არის ერთ-ერთი, დეოლიგარქიზაცია საქართველოში ჩვენ გვესმის სისტემური გზით, რომელიც ასევე ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა. ეს ეხება სისტემის შექმნას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას გახდის გამძლეს იმ ზეწოლისგან, რომელიც გავლენიანი, მდიდარი ბიზნესმენებისგან მოდის, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახური არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ძალიან მკაფიოდ გაძლიერდება და მეორე, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტის დამწესებელი და როგორც ევროკომისია, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებდით, რომ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები აუცილებელია და მათი რეკომენდაციები სერიოზულად უნდა აღიქვან. როდესაც ვსაუბრობთ ანტიკორუფციულ ბიუროზე და ისევე, როგორც სხვა ნაბიჯებზე, იმედი მაქვს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს 9 ნაბიჯს," - ამბობს ევროკავშირის ელჩი.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - კაცი, ვინც "ოცნების" კორუფციული გარიგებები უნდა შეისწავლოს საკანონმდებლო დონეზე აძლევენ დაცვის უმაღლესს გარანტიას.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნიშნავს პრემიერი. მას კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია წარუდგენს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე 6 წლის ვადით ინიშნება.
ვენეციის კომისიის დასკვნაშიც აღნიშნული იყო, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.