ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა - რა არის ორი მთავარი პუნქტი, რომელიც შესაძლოა EU-სთან ბარიერი აღმოჩნდეს

26.02.24 15:22
ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა - რა არის ორი მთავარი პუნქტი, რომელიც შესაძლოა EU-სთან ბარიერი აღმოჩნდეს

რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესის უცვლელად დატოვება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რაც ქვეყანამ ევროკავშირისგან მიიღო და რომლის გატარებასაც დიდი როლის თამაში შეუძლია EU-სთან დასაახლოებლად. 

ქევხიშვილის თქმით, არჩევის წესი თუ არ შეიცვლება და ანტიკორუფციულ ბიუროს გამოძიების ბერკეტი თუ არ ექნება, მაშინ ეს შეიძლება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბარიერი აღმოჩნდეს.

მთავარი რჩება მაინც გასაკეთებელი და ის ფაქტი, რომ არ იცვლება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანიშვნის წესი და არ მიეცემა გამოძიების უფლებამოსილება, მხოლოდ ეს ორი მთავარი პუნქტი რომ ავიღოთ, ეს თუ არ აისახება კანონში, მაშინ არის რისკი, რომ ამ ნაწილში ვერ დავაკმაყოფილოთ ევროკომისიის მოთხოვნები და წლის ბოლოს ეს გახდეს ბარიერი იმისთვის, რომ საქართველო გადავიდეს ევროკავშირთან შემდეგ ეტაპზე,“ - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - კაცი, ვინც "ოცნების" კორუფციული გარიგებები უნდა შეისწავლოს საკანონმდებლო დონეზე აძლევენ დაცვის უმაღლესს გარანტიას

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნიშნავს პრემიერი. მას კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია წარუდგენს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე 6 წლის ვადით ინიშნება. 

ვენეციის კომისიის დასკვნაშიც აღნიშნული იყო, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.

 

მსგავსი სიახლეები