გახარიას გუნდს შუქი გორის თეატრშიც ჩაუქრეს

01.07.21 19:41
გახარიას გუნდს შუქი  გორის თეატრშიც ჩაუქრეს

გიორგი გახარიას გუნდის გორის თეატრში კონცერტზე ყოფნის დროს შუქი კვლავ ჩაუქრეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა დღეს, როცა ექსპრემიერის პარტიის წევრების გორში ვიზიტის დროს შუქი ჩაქრა

პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი, აცხადებს, რომ ხელისუფლება შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ტრადიციას აგრძელებს.

ხელისუფლების მხრიდან შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ტრადიცია გრძელდება. ამჯერად უკვე გორის თეატრში კონცერტის მიმდინარეობის დროს. ხელისუფლების ნაცვლად, რომელმაც შუქი საკუთარ მოქალაქეებს ჩაუქრო.  მაყურებელს ჩვენ ვუხდით ბოდიშს - წერს გახარიას გუნდის წევრი , ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები