ოპოზიცია ცარიელი ხელებით არის დარჩენილი - ირაკლი კობახიძე
ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნებასთან" შეხვედრა დღეს ორჯერ გამართა. დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდა.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.მანამდე კი საქართველოში კრიზისის განსამუხტად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მისი ინიციატივით, 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და 6-პუნქტიანი ჩარჩო წარადგინა, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ.