წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შედის - დაიწყება თუ არა გელათის განადგურების საქმეზე გამოძიება?
თეა წულუკიანისა და მისი გუნდის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შედის. დღეიდან უკვე ირაკლი შოთაძის პასუხიმმგებლობაა, დაიწყებს თუ არა გამძიებას გელათის განადგურების საქმეზე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლები გენერალურ პროკურატურაში ერთ საათში მივლენ.
"ლელოს" წევრს დეა მეტრეველს იმედი აქვს, რომ გამოძიება დაიწყება, თუმცა მისთის ძნელი სათქმელია, თუ რა შედეგით დასრულდება.
მიუღებლობა განსხვავებული აზრის და პრინციპი, რომ მე ყველაფერი ვიცი და მე ყველაზე ჭკვიანი ვარ, მიიყვანა გელათი იმ მდგომარეობამდე, რომლის დროსაც ფაქტობრივად შეუქცევადი დაზიანების პროცესი მიმდინარეობს ტაძარში, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გამოძიება დაიწყება, თუმცაღა რა შედეგით დასრულდება, ეს ძნელი სათქმელია. საზოგადოებას სჭირდება იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც ბევრი დაგროვდა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართ, რომლსი დირექტორი დამალულია", - ამბობს დეა მეტრეველი.
დარგის ექპსერტები და მეცნიერები მასშტაბურ დანაშაულზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გელათთან დაკავშირებული კატასტროფული მოვლენები მხოლოდ წულუკიანის პასუხისმგებლობა არ არის.
მათი თქმით, კითხვები არსებობს, მთლიანად ხელისუფლებასთან, რამდენიმე მინისტრთან და რამდენიმე პრემიერთან.
თუ ვინმე ფიქრობ, რომ წულუკიანი არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც გელათთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი, ეს ასე ევრ იქნება, რადგანაც ყველა დასკვნაში წერია, მათ შორის იუნესკოს დასკვნაშიც, რომ 2015-2020 წლების ხელისუფლების მიერ დატრიალებულ მოვლენებს მოჰყვა ის ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში მოინათლა როგორც კატასტროფა. რომელიც წლების მანძილზე მიმდინარეობდა კომპლექსური და დენადი დანაშაულებები, შესაბამისად, კითხვები გვაქვს ხელისუფლებასთან, რამოდენიმე მინისტრთან, რამოდენიმე პრემიერთან და იმ ქვე უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებლობიც არიან კანონის წინაშე", - ამბობს ექსპერტი.
ცენტრი საგანგაშო დასკვნას ასაჯაროებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ გელათის რეაბილიტაციის დროს სამოხელეო დანაშუალი მოხდა. ახლა უკვე გენარალურმა პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ვინ ჩაიდინა დანაშუალი და ვინ უნდა აგოს პასუხი.