კუროპტევი: ქართველმა მესაზღვრეებმა რუს აქტივისტს დასცინეს და დამუქრნენ

27.02.24 11:27
კუროპტევი: ქართველმა მესაზღვრეებმა რუს აქტივისტს დასცინეს და დამუქრნენ

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორი "პირველებთან" ყვება, რომ რუს აქტივისტს, მაქსიმ ივანცოვს, რომელიც ბოლო სამი წელი საქართველოში ცხოვრობდა და რომელსაც ქვეყანაში მორიგ ჯერზე შემოსვლაზე უათი უთხრეს, მესაზღვრეები დაემუქრნენ. კუროპტევის განმარტებით, ივანცოვმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, პასუხად კი "დაცინვა" მიიღო. ის ფიქრობს, რომ უარის მიზეზი ივანცოვის ანტიპუტინისტური კამპანია გახდა, რომელსაც ივანცოვი საქართველოში ეწეოდა. 

ივანცოვს აეროპორტში დაემუქრნენ, რადგან ამბობდა, რომ არ წავიდოდა, რადგან 3 წელია საქართველოში ცხოვრობს. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. კანონის მიხედვით ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, ეს საკითხი განიხილოს სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ოფიციალური პროცედურების ნაცვლად მაქსიმმა თქვა, რომ პოლიციის ოფიცრებმა მას დასცინეს. აშკარაა, რომ ორივე მათგანი ანტიპუტინისტურ ოფიციალურ კამპანიაში ჩართული იყო. ასეთი კამპანია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა, მაგრამ საქართველო იყო ერთადერთი, რომელმაც აკრძალა ამ ადამიანების ქვეყანაში შემოსვლა, ვინც ამ კამპანიაში მონაწილეობდა. მაქსიმი აპირებს, რომ იურისტების დახმარებით გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რადგან ნამდვილად იყო უკანონო გადაწყვეტილება. ივანცოვი აქ პოლიტიკურ აქტივიზმს ეწევა, მაგრამ არ შეიძლება ადამიანს ერთადერთი სახლი წაართვა. ამას მხოლოდ კრემლი აკეთებს, - თქვა კუროპტევმა. 

მაქსიმ ივანცოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ბორის ნაძეჟდინს უჭერდა კვირეების განმავლობაში ხელმოწერებს ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აგროვებდა, რათა მისი კანდიდატურა ცესკოს დაეშვა. 

შეგახსენებთ, რომ კუროპტევმა გუშინ გაავრფცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ საქართველოში გადმოსახლებულ რუს აქტივისტენს ქვეყანაში ხელახლა შესვლაზე უარს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან.

მსგავსი სიახლეები