ხელის მკრეს, მითხრეს, რომ საქართველოს და რუსეთის მტერი ვარ - ივანცოვი ქართველ მესაზღვრეებზე
რუსი აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, მომხდარს იხსენებს. რუსი ოპოზიციონერი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ქართელი მესაზღვრეებმა ხელი ჰკრეს, უხეშად ელაპარაკებოდნენ და რუსეთის და საქართველოში მტრად მოიხსენიებდნენ. ივანცოვი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არშეშვების მიზეზი ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვება გახდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უარყოფითად რეაგირებს რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზე.
არ შემომიშვეს, რადგან ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების ფართი გამოვნახეთ. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პრობლემები მხოლოდ მე არ შემქმნია. დიდი ხანია რაც შეიმჩნევა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეაგირებს არამხოლოდ საქართველოს პოლიტიკაზე გაკეთებულ კომენტარებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც. მათ მომცეს ფურცელი საქართველოში არშემოშვებაზე, ხელი მკრეს და უხეშად მელაპარაკებოდნენ, ცვლის ხელმძღვანელმა და რამდენიმე პოლიციელმა თვითმფრინავამდე მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მე რუსეთისა და საქართველოს მტერი ვარ, ხოლო საქართველო - თავად არიან. მე ისევ და ისევ შევეცდები საქართველოში შემოსვლას. გავასაჩივრებ თავად გადაწყვეტილებასა და ჩემს მიმართ მოპყრობას, მივაღწევ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე, - წერს ივანცოვი.
მაქსიმ ივანცოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ბორის ნაძეჟდინს უჭერდა კვირეების განმავლობაში ხელმოწერებს ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აგროვებდა, რათა მისი კანდიდატურა ცესკოს დაეშვა.
შეგახსენებთ, რომ კუროპტევმა გუშინ გაავრფცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ საქართველოში გადმოსახლებულ რუს აქტივისტენს ქვეყანაში ხელახლა შესვლაზე უარს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან.