ცესკოს უყურებენ, როგორც თავის კერძო კომპანიას - სიორიძე
"პირში ვუთხარი ყველას, რომ უყურებენ ცესკოს - ამ კონსტიტუციურ ორგანოს, როგორც თავის კერძო კომპანიას," - ამ განცხადებას ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე აკეთებს.
სიორიძის თქმით, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე მან დააფიქსირა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დეპარტამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დისკრედიტაციას ემსახურება.
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, ისევე, როგორც ყველა სხვა დეპარტამენტი ცესკოში, არის ცესკოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის და იმ ბირთვის სამსახურში, პირადად ემსახურება ცესკოს თავმჯდომარის პიარს, იყენებს სახელმწიფო ადმინისტრაციულ რესურს, იყენებს იმისთვის, რომ გაიკეთოს თავისი პიარი იმიჯისთვის და ამავდროულად, ჩემი და სხვა ოპოზიციური წევრების დისკრედიტაციისთვისაც,“ - ამბობს სიორიძე.
ხმაური და დაპირისპირება ცენტალური საარჩევნო კომისიაში - სხდომაზე ერთმანეთს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი და მისი მოადგილე დაუპირისპირდნენ. გიორგი სიორიძემ, რომელიც საარჩევნო ადმინიტრაციაში "ლელოს" წარმომადგენელია, ცესკოს თავამჯომდომარე საარჩევნო ინსტიტუციის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.