სტრასბურგმა ხაზარაზე-ჯაფარიძის საქმე დაინახა, როგორც სამაგალითო საქმე პოლიტიკური დევნის - უსუფაშვილი

27.02.24 22:28
სტრასბურგმა ხაზარაზე-ჯაფარიძის საქმე დაინახა, როგორც სამაგალითო საქმე პოლიტიკური დევნის - უსუფაშვილი

"სტრასბურგმა ხაზარაზე-ჯაფარიძის საქმე დაინახა, როგორც სამაგალითო საქმე პოლიტიკური დევნის", - ამ განცხადებას "რეაქციაში" დეპუტატი დავით უსუფაშვილი აკეთებს.

"ლელოს" დეპუტატის თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე პოლიტიკური დევნის მაგალითია და ეს ნიშნები დაინახა სტრასბურგის სასამართლომაც. 

ჩემი ვარაუდით, ამ საქმეში მათ დაინახეს სამაგალითო საქმე, როგორც პოლიტიკური დევნის. თუ ასეთ ვითარებაში ასეთ ხალხს ასე უსაფუძვლოდ და ასე უდიერად და უფლებების შელახვით ეპყრობიან, მაშინ რა იქნება სხვა საქმეებში. ამიტომ ეს საქმე, ჩემი ღრმა რწმენით, ამიტომ წამოწიეს. ცხადია, გადაწყვეტილება რა იქნება, არ ვიცით, მაგრამ სტრასბურგის შეშფოთების დონე რომ არის ძალიან მაღალი, ეს ყველა თვალსაზრისით სრულიად ნათელია. არც არავინ ელოდება, რომ პირდაპირი გაგებით სტრასბურგი ზეგ გამოცხადებს. პროცედურებია აქ, სახელმწიფომ უნდა იმართლოს თავი, რაში იყო საქმე,“ - ამბობს უსუფაშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო

მსგავსი სიახლეები