დათანხმდება თუ არა "ოცნება" სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას - პაპუაშვილი "გირჩის" ინიციატივის განხილვას აანონსებს

28.02.24 13:33
დათანხმდება თუ არა "ოცნება" სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას - პაპუაშვილი "გირჩის" ინიციატივის განხილვას აანონსებს

დათანხმდება თუ არა "ოცნება" მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მიზანია, ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იხდიდეს სასჯელს.

უმრავლესობის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მოცემულ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო განიხილავს, რადგან მთავრობის წევრების მოტივაციაა, საქართველო ამ კუთხით სხვა ქვეყნების სტატისტიკას გაუთანაბრდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომაც არის, რომ არ იყოს [პატიმრების] დიდი რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ამას ხაზი გაუსვა. ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა. ზოგადად, ყველა კანონპროექტზე გვექნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ჩვენი მიზანიც არის, რომ ამ მხრივ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ვიყოთ შესაბამისი სტატისტიკის ქვეშ", - ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საყოველთაო ამნისტიის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში განიხილება. ინიციატივას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია და "ლელო საქართველოსთვის" ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები