რუსეთი არ არის ძალა, რომელიც საქართველოსთვის პოზიტივს მოიტანს - აშშ-ს ელჩი რუსულ საფრთხეებზე ალაპარაკდა

28.02.24 14:57
რუსეთი არ არის ძალა, რომელიც საქართველოსთვის პოზიტივს მოიტანს - აშშ-ს ელჩი რუსულ საფრთხეებზე ალაპარაკდა

არჩევნების მოხლოებასთან ერთად საქართველოში რუსული გავლენები გაძლიერდება - რუსულ საფრთხეებზე ქვეყანაში ამერიკის ელჩიც ალაპარაკდა. რობინ დანიგანი დარწმუნებულია, რომ დენზინფორმაციული კამპანიის დასაფინანსებლად, პროპაგანდისთვის და ამოამრჩეველზე გავლენის მოსახდენად რუსეთი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, ამიტომ შტატბი საქართველოს დახმარებას სთავზობს.

რუსეთი ნამდვილად არ არის ძალა, რომელიც მოიტანს პოზიტივს საქართველოსთვის და რომელიმე დემოკრატიისთვის. არსებობს დეზინფორმაციის საფრთხე და შესაბამისად, შტატებიდან არის სრული მზაობა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და ცესკოსთან იმისთვის, რომ არსებობდეს რწმენა და ნდობა, რომ როცა ადამიანი წავა არჩევნებზე და მისცემს ხმას, მის ხმას სამართლიანად დაითვლიან და არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. რადგან საფრთხე იმისა, რომ რუსეთი შეეცდება შეასუსტოს ნდობა დამოუკიდებელი პროცესებისა და საარჩევნო პროცესების მიმართ, ნამდვილად არსებობს, - თქვა დენიგანმა. 

უკვე რამდეინმე დღეა საქართველოს რპეზიდენტი რუსულ საფრთხეებზე საუბრობს და მოახლოებულ არჩევნებში ოკუპანტი ქვეყნის ჩარევას არ გამორიცხავს. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ეთერში პრეზიდენტმა პირველად თქვა რომ მოსკოვი შეეცდება, საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.

მსგავსი სიახლეები