ცნობილია თბილისში მოკლული გოგონას ვინაობა
სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ tvpirveli.ge-მ ახალი დეტალები გაარკვია - მოკლულია 22 წლის ქეთი ჯავახიშვილი. ახალგაზრდა ქალს დანა ყელის და ზურგის არეში ჩაარტყეს და ხევში გადააგდეს.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოსნებმა იპოვეს, საბოლოოდ, ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი მამამ ამოიცნო.
tvpirveli.ge-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ერთ-ერთი დაიდასტურებელი ინფორმაციით, 22 წლის ქალს მეგობარმა დაურეკა, სახლიდან გაიყვანა და მოკლა.
ადგილობრივებს ყვირილის ხმა არ გაუგიათ.
როგორც tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.