„მამამ ამოიცნო, ორმოში იყო ჩაგდებული" - წინუბანის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

28.02.24 15:34
„მამამ ამოიცნო, ორმოში იყო ჩაგდებული" - წინუბანის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თბილისში, ლილოს დასახლებაში მოკლული 22 წლის გოგოს ცხედარი მამამ ნახა - ქალს სასიკვდილო ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული და ორმოში იყო ჩაგდებული. 

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, წინუბანის დასახლებაში კი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 

ოჯახის ახლობლების მონაყოლის თანახმად, ამ დრომდე გაურკვეველია, როდის და რატომ გავიდა სახლიდან ახალგაზრდა გოგო. 

ერთ-ერთი ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდას ტელეფონზე მეგობარმა დაურეკა და სახლიდან გასვლა სთხოვა. 

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის, თუმცა ის, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. 

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები