"ოცნება" ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული

28.02.24 17:30
"ოცნება" ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული

ათასობით დახარჯული ლარი ბიუჯეტიდან სოციალურ ქსელში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებში. „ქართული ოცნება"  ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამინისტროზე აგებს პასუხს.

ამაზე მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ახლა მაწვდით ინფრომაციას და არ ვიცი, რა იხარჯება და რამდენი. მე ვიცი ჩემი სამინისტროს ნაწილში, რა იხარჯება და როგორ, შემიძლია ამაზე გიპასუხოთ", - აცხადებს ოთარ შამუგია.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ფეისბუკის რეკლამირებაში არ უნდა ხარჯავდნენ თანხებს.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხალხის ფულს ასე არარაციონალურად ხარჯავს ხელისუფლება. ეს ქონება ფეისბუქ, ინსტაგრამ გვერდების, ტიკ-ტოკის და ა.შ. არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ჩვენი ფული ვიხადოთ ღარიბაშვილის სახის რეკლამირებაში. ღარიბაშვილი სად გადაიღებს სურათებს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ამაში ვიხადოთ თანხები. სამინისტროები ფეისბუკის რეკლამირებაში არ უნდა ხარჯავდნენ თანხას. მათ საქმის კეთებას უნდა ხედავდეს ხალხი რეალურად. ფეისბუკზე სურათი ნახვას ჯობია, მათი რეალურად გაკეთებული საქმეები ვნახოთ", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე კი საბიუჯეტო თანხების ფლანგვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ფული ხალხის საჭიროებას და მათი პრობლემების მოგვარებას უნდა ხმარდებოდეს.

ამ რეკლამებით, ამ ბუსტებით, ცდილობენ თავიანთი უუნარობის გადაფარვას და ხშირად ეს ფული იხარჯება ხოლმე "ოცნების" ტროლ-ბოტების სამსახურის შესაქმენლად და საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად, ასევე მათი შეცდომაში შესაყვანად. ამიტომ დიახ, ეს არის საბიუჯეტო თანხების ფლანგვა და ეს ფული, ნაცვლად მსგავსი სისულელეებისა უნდა ხმარდებოდეს ხალხის საჭიროებას და მათი პრობლემების მოგვარებას", - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ბრალდებები ხელისუფლების მიმართ "მეტას" მონაცემებზე დაყრდნობით "სამართლიანი არჩევნების" მიერ გასაჯაროებულ კველვას მოჰყვა. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ფული პოლიტიკურ რეკლამაში შერიგების სამინიტრომ დახარჯა.

კვლევაში მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაღებული ხარჯებიც: 

  • ირკვევა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი საკუთარ ფოტოებს ინსტაგრამის გვერდზე ბიუჯეტის ფულით არეკლამებდა. მეტიც, ღარიბაშვილი გიორგობის დღესასწაულსაც კი დასპონსორებული გვერდებიდან ულოცავდა ხალხს.
  • isfed-ის კვლევის თანახმად,  „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.

  •  

  • რა ვიცით „მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაზე? 

    „მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“), აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოადგენს საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას.

    isfed-ის განცხადება სრულად ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები