კრისტიან დანიელსონი თბილისში კიდევ ერთი დღით რჩება

14.03.21 23:16
კრისტიან დანიელსონი თბილისში კიდევ ერთი დღით რჩება

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი, თბილისში კიდევ ერთი დღით დარჩება. დანიელსონი ხვალ, 15 მარტის დილიდან, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. 

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციურ პარტიებს. თუმცა, მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.