"ევროპარლამენტარების კორუფციაში დადანაშაულება უდიდესი სკანდალია" - ნადირაძე კალაძის განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს

29.02.24 15:42
"ევროპარლამენტარების კორუფციაში დადანაშაულება უდიდესი სკანდალია" - ნადირაძე კალაძის განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე დედაქალაქის მერის განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს. 

ენმ-ს წევრი კახი კალაძის იმ განცხადებას აფასებს, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერმა ევროპარლამენტაები გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ გავლენიან პოლიტიკოსებს სააკაშვილის ლობირებაში ფული აქვთ აღებული. 

ნადირაძის თქმით, "თუ აქამდე, ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათშორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი!"

ნადირაძის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, დიახ ის არ უნდა იჯდეს ციხეში და მათ მოუწევთ მისი გათავისუფლება!“

„ჩვენ ვნახეთ კახი კალაძის მორიგი სამარცხვინო განცხადება და თუ აქამდე, ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათშორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი!

კახი კალაძემ, ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უნდა შეიგნონ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, დიახ ის არ უნდა იჯდეს ციხეში და მათ მოუწევთ მისი გათავისუფლება! ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და რაც შეიძლება სწრაფად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და არ გადაიდგას კიდევ უკან ნაბიჯები ევროპისკენ.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, კახი კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ანა ფოტიგას განცხადებას, ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესულ შესწორებაზე, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტს  მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს"- აცხადებს ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები