თავად კორუმპირებულ კალაძეს ყველგან ქრთამი ელანდება - ბოკუჩავა
„თავად კორუმპირებულ კალაძეს ყველგან ქრთამი ელანდება, ფაქტია, იმიტომ, რომ ის თავად პოლიტიკაში ღირებულებების გამო არ არის,“ - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კახა კალაძის განცხადებას.
საქმე ეხება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, როცა კალაძემ თქვა, რომ ევროპარლამენტში შემუშავებულ რეზოლუციაში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოწოდება იყო, მსგავს რეზოლუციებში კონკრეტული ადამიანები ფულს იხდიან.
ევროპაში პოლიტიკოსები პოლიტიკაში არიან ღირებულებების გამო და ამ ღირებულებების დასაცავად და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება სწორედ ღირებულებების საკითხია მათ შორის, იმ 300-მდე ევროპარლამენტარების, რომლებმაც მხარი დაუჭირეს. ღიმილისმომგვრელი და შეურაცხმყოფელიც კი არის, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთო,“ - ამბობს ბოკუჩავა.