როგორ გაიტაცეს რუსეთის მოქალაქე თბილისის ცენტრიდან და იყო თუ არა ინფორმირებული სუსი? - უწყება დუმს

01.03.24 13:23
როგორ გაიტაცეს რუსეთის მოქალაქე თბილისის ცენტრიდან და იყო თუ არა ინფორმირებული სუსი? - უწყება დუმს

თანამშრომლობს თუ არა სუსი რუსულ სპეცსამსახურებთან?  კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის ცენტრიდან რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმილის რეჟიმშია გადასული. "პირველები" შეეცადა ინფორმაცია თავადდ უწყებისგან მიეღო, იყო თუ არა სუსი ინფორმირებული ილკან მელიკოვის გატაცებასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. 

რუსეთიდან გამოქცეული კაცი, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს. ილკინ მელიკოვი, რომელსაც, პუტინის რეჟიმი ტერორიზმისს ბრალდებით ასამართლებს, დუმილს ციხიდან არღვევს. მელიკოვი რუსული დამოუკიდებელი მედიის "ინსაიდერის" ჟურნალისტებს უმტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მას პუტინის პოლიცია სცემდა და ნარკოტიკების „ჩადებით“ ემუქრებოდა. რეჟიმს გამოქცეულს კი თბილისის ცენტრში სამოქალაქო ფორმიანმა მამაკაცებმა მიაგნეს და გაიტაცეს, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. მელიკოვი ამტკიცებს, რომ საზღვარი იძულებით გადააკვეთინეს, შემდეგ კი იზოლატორიდან იზოლატორში გადაჰყავდათ. 

მსგავსი სიახლეები