არ ვერთვებით ამ პროცესში - ეკა გიგაური მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევაზე

02.07.21 13:51
არ ვერთვებით ამ პროცესში - ეკა გიგაური მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევაზე

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ  არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა. გიგაურის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე უნდა შეჩერდეს.

არ ვერთვებით ამ პროცესში, არც კოალიცია არ ერთვება. გუშინ ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს. ჩვენი კოალიცია და  ორგანიზაცია არ ერთვება. შეიძლება, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ინდივიდუალურად ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არა",  - განაცხადა ეკა გიგაურმა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არც ომბუდსმენი  მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა