"შენ გჯეროდა, ჩვენც გვჯერა, პუტინი მკვლელია" - ნავალნის მოქალაქეები უკანასკნელ გზაზე აცილებენ
"შენ გჯეროდა, ჩვენც გვჯერა, პუტინი მკვლელია" - ამ სიტყვებით გააცილეს რუსეთის მოქალაქეებმა ალექსეი ნავალნი უკანასკნელ გზაზე. ყურადღების ცენტრში ახლა მოსკოვი და ბორისოვოს სასაფლაოა.
გარდაცვლილ პოლიტიკოს ამ წუთებში კრძალავენ. პუტინის რეჟიმს იმდენად შეეშინდა, რომ სასაფალოს კარი, მხოლოდ ცხედარს და პოლიტკოსის ოჯახის წევრებს გაუხსნა. მარინოს რაიონის ქუჩებში ათასობით ადამიანია გასული.
რუსი პოლიტიკოსითვის პატივის მისაგებად ხალხი წითელი ვარდებით ხელში მივიდა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან სასაფლაომდე მოქალაქეთა მთელი ჯარი ჩადგა და რეჟიმის მსხვერპლი პოლიტიკოსი უკანაკსნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ალექსეისთან გამოსამშვიდობებლად მოვედით, აურაცხელი რაოდენობის ადამიანია მოსული, დღეს ერთი მხრივ ტრაგიკული დღეა - ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც გახდა სიმბოლო ეპოქის. მეორე მხრივ, არსებობს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, რუსეთი გახდება მშვიდობიანი და თავისუფალი, როგორც ოცნებობდა ნავალნი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადამიანი.
პუტინისს რეჟიმა მხოლოდ ორი საათით გაათავისუფლა დაპატიმრებული ცხედარი იმისთვის, რომ ხალხი პანაშვიდზე მისულიყო. სამგლოვიარო პროცესის პარალელურად, დაკავებები დაიწყეს.