ნავალნი ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

01.03.24 17:05
ნავალნი  ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანაგუნდელები სოციალურ ქსელში წერენ, ნავალნი  სინატრას სიმღერის My Way-ის ფონზე დაკრძალეს. ნავალნის დაკრძალვაზე მისი მეუღლე და შვილები უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე არ იმყოფებიან. 

პუტინის რეჟიმს იმდენად შეეშინდა, რომ სასაფალოს კარი, მხოლოდ ცხედარს და პოლიტკოსის ოჯახის წევრებს გაუხსნა. მარინოს რაიონის ქუჩებში ათასობით ადამიანია გასული.

რუსი პოლიტიკოსითვის პატივის მისაგებად ხალხი წითელი ვარდებით ხელში მივიდა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან სასაფლაომდე მოქალაქეთა მთელი ჯარი ჩადგა და რეჟიმის მსხვერპლი პოლიტიკოსი უკანაკსნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

პუტინისს რეჟიმა მხოლოდ ორი საათით გაათავისუფლა დაპატიმრებული ცხედარი იმისთვის, რომ ხალხი პანაშვიდზე მისულიყო. სამგლოვიარო პროცესის პარალელურად, დაკავებები დაიწყეს.
 

მსგავსი სიახლეები