ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა - მდინარაძე

01.03.24 18:26
ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა - მდინარაძე

ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა, კოალიციაზე ლაპარაკობს - ეს ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების სურვილს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე პრემიერის ნარატივს აგრძელებს და ამბობს, რომ თუ კოალიციაზე იქნება საუბარი, ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ბრუნდება ხელისუფლებაში.

სალომე ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა პატრიარქზე თავდასხმით, ის ლაპარაკობს კოალიციაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კოალიციაზე თეორიულად იქნება საუბარი, იქ დომინანტი არის „ნაცმოძრაობა“, ესე იგი სიტყვა კოალიცია სადაც იქნება ნახსენები, ეს ნიშნავს "ნაცმოძრაობის" დაბრუნების სურვილს. თუმცა, კოალიცია მაინც არ გამოვა, რაც არ უნდა დააჯამო მათი პროცენტები,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები