წამოიდგინეთ, ივანიშვილის სახლთან ასე რომ იქცეოდეს ვინმე - გიგა ბოკერია პრაიდის კონტრაქციის წევრებზე

02.07.21 14:10
წამოიდგინეთ, ივანიშვილის სახლთან ასე რომ იქცეოდეს ვინმე - გიგა ბოკერია პრაიდის კონტრაქციის წევრებზე

,,ევროპული საქაღთველოს" ლიდერს მიაჩნია, რომ გუშინ თბილისი პრაიდის ღონისძიების კონტრაქციაზე ხელისუფლებამ ტესტი ვერ ჩააბარა. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პოლიციას  ორგანიზატორები უნდა დაეკავებინა. ,,წარმოიდგინეთ, ეს რომ ივანიშვილის სახლთან მომხდარიყო", -აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

გუშინ ამ პროპუტინურ მოძალადეებს, რომელებიც ამ ხელისუფლების პოლიტიკური მოკავშირეები არიან,  ფიზიკური თავდასხმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ პრაიდის მონაწილეებზე. საკითხი ასე დგას, ეს ხალხი საათობით პოლიციას თავს ესხმის, ორგანიზატორებს კი არ აკავებენ, იქ ათეულობით ადამიანი იყო, ვინც კანონს არღვევდა.

მათ მორალურ უპირატესობას უტოვებენ. ეს სერიოზული მოვლენაა და ვერ ვიტყოდი, რომ ტესტი ჩაბარებულია. საკითხის ასე დასმა, რომ რადგან დღეს ეს ხალხი ვერ ცემეს, ეს არის კარგი, ნიშნავს იმას, რა რთულ მდგომარეობაში ვართ. 

ეს ადამიანები, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობას ჩადიან, მათ შორის, პოლიციელების მიმართ, ამის შესაძლებლობა უნდა აღეკვეთათ მალევე. წარმოიდგინეთ, ივანიშვილის სახლთან ასე რომ იქცეოდეს ვინმე. - ამბობს გიგა ბოკერია.

თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე გუშინ პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, მათგან 20 ხელწერილით გაუშვა.