„ანა დოლიძე - ხალხისთვის“ საარჩევნოდ იწყებს მზადებას - პარტია ახალი გუნდით წარსდგა
განახლებული გუნდით, განახლებული ძალებით, საქართველოსს უკეთესი მომავლისთვის - ანა დოლიძე საარჩევნოდ იწყებს მზადებას. "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე მხარი დაუჭირეს პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას და დანიშნეს პარტიის მდივნებიც. ანა დოლიძე ფიქრობს, რომ გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობა სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი, რათა ოლიგაქრიული მმართველობა ქვეყანაში დემოკრატიულად დამარცხდეს.
„დღეს, პარტია „ხალხისთვის“ ხალხის წინაშე, ახალი გუნდით წარსდგა. მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა ის,რომ ჩვენი ფასეულობა, კეთილდღეობა ყველასთვის ბევრ ხალხს ადარდებს, ბევრი სუფთა და მცოდნე ადამიანი მზად არის იმისთვის,რომ იბრძოლოს ჩვენთან ერთად უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი არჩევნები აღარ იქნება იმაზე საქართველოს ოკუპაცია იქნება, თუ არა, შემდეგი არჩევნები იქნება იმაზე, ქართველები, როგორც ერი ვიარსებებთ, თუ ნელ-ნელა ავორთქლდებით დედამიწიდან. ამისთვის ეს პარტია, სხვა ძალებთან ერთად, ბრძოლისთვის მზად არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.