ექსკლუზივი: რას ჰყვება ჩვენებაში კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო დანის 59 დარტყმით მოკლა
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც, რას ჰყვება ბრალდებული ჩვენებაში, რომელმაც მეგობარს 59 ჭრილობა მიაყენა
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქეთი ჯავახიშვილის ერთადერთი ძმა "მელაძის შაბათისთვის" მიცემულ პირველ ინტერვიუში ამბობს, რომ ქეთის ძებნა 27 თებერვალს იმ წუთიდან დაიწყეს, როდესაც დილით გაღვიძებულმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ გოგონა სახლში არ იმყოფებოდა. ქეთის ყველგან ეძებდნენ, ამ დროს კი 22 წლის გოგო საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრში ბეტონის თხრილში სისხლისგან იცლებოდა.
ქეთის ტრაგედია 27 თებერვალს სოციალურ ქსელში მიღებული ერთი sms-ით დაიწყო, პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ საბედისწერო შეტყობინება ქალმა ღამის 20:00 საათზე მკვლელი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოთარ ცინდელიანისგან მიიღო. კაცი შეხვედრას სთხოვდა. საბოლოოდ კი ადგილზე მისულ პოლიციას საზარელი სურათი დახვდა.
59 ჭრილობა მთელს სხეულზე, თავში ჩარჩენილი დანის პირი და ყველა ორგანო დაზიანებული - ასეთი მისტიკით ჩადენილ მკვლელობას საქმის პროკურორი ვერ იხსენებს.“ შაბათის ეთერთან" ინტერვიუში სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ყველაზე მეტი ჭრილობა ქეთი ზურგზე ჰქონდა მიყენებული, ამიტომ გამოძიება ვარაუდობს, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოთარ ცინდელიანი უკვე მოკლული ქალის დანაწევრებას ცდილობდა.
ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ ამფეტამინის ჯგუფს განეკუთვნება, ეს საბოლოოდ ექსპერტიზამ უნდა დაადგინეს, თუმცა ეს ნივთიერება, მოხმარების შემდეგ ჰალუცინაციებს იწვევს.
ირკვევა, რომ 22 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ოთარ ცინდელიანმა შემთხვევის ადგილი დატოვა და მტკიცებულებების განადგურება დაიწყო, ის ჯერ წინუბანში ბებიის სახლში მივიდა, იბანავა, სისხლიანი ტანსაცმლის ნაწილი გარეცხა ნაწილი კი ნაგავი გადაყარა, თუმცა პოლიციამ მტკიცებულებები იპოვა და ექსპერტიზამ მასზე ქეთის სისხლის კვალიც აღმოაჩინა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მკვლელობის შემდეგ სახლში დაბრუნებული ბრალდებული ნახა, მისი ბებია იყო, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.
მტკიცებულებების გადამალვის შემდეგ „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანმა ტაქსი გამოიძახა და ჟინვალის მიმართულებით წავიდა, ერთ-ერთი ვერსიით, მას იქ მამა ელოდა. საბოლოოდ კი მამა-შვილი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წავიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ცინდელიანი ოკუპირებულ კოდორში გადასვლას და ცენტრული ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვებას აპირებდა, ამაში კი მამა ეხმარებოდა. თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე ბრალეულის მამაც აღმოჩნდეს.
რა იცოდა მომიხარის შესახებ განსაკუთრებული მისტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ? - "შაბათის ეთერის" ეს კითხვები დავით ცინდელიანმა კამერის წინ უპასუხოდ დატოვა. თქვა მხოლოდ ის, რომ მის შვილს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
ის რაც არ თქვა კამერებთან ბრალეულის მამამ "პირველებს" დაუდასტურა - სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილი წლებია, მკვლელ ნარკოტიკზე, ამფეტამინზეა დამოკიდებული. მკვლელობაში ბრალდებულმა რეაბილიტაციის კურსი ესპანეთშიც გაიარა თუმცა ვერაფერი უშველეს, ამიტომ უკან საქართველოში დაბრუნდა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულად არც ბრალეული ოთარ ცინდელიანი უარყოფს, ადასტურებს იმასაც, რომ როდესაც ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა დანით მიაყენა, ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ოთარ ცინდელიანმა 22 წლის ქალის სწორედ ნარკოტიკებისთვის საჭირო ფულის გამოძალვის გამო მოკლა, გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა მას ნარკოტიკის საყიდლად თანხა არ მისცა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.
პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ გამოძიება ახლა ყველა მიმართულებით მუშაობს, ყველაზე საინტერესო კი პროკურორისთვის იმ მიმოწერის აღდგენაა, რომელიც მოკლულ ქალთან ბრალეულმა დანაშაულის შემდეგ წაშალა.
მიმოწერის ის ნაწილი რაც საგამოძიებო უწყებამ ბრალეულის ტელეფონიდან ამოიღო, პროკურორის განცხადებით ადასტურებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის ქალს სისტემატურად აბულინგებდა, ამცირებდა და ამაზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.