ივანიშვილის ხელისუფლების მიზანს მხოლოდ საკუთარი გამდიდრება წარმოადგენს - ბოტკოველი

03.03.24 11:23
ივანიშვილის ხელისუფლების მიზანს მხოლოდ საკუთარი გამდიდრება წარმოადგენს - ბოტკოველი

რარიბაშვილის საჩუქარი ივანიშვილის ახლო გარემოცვას - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს. ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ორიენტირებული და ხალხზე არ ფიქრობს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანას გავითარების საშუალება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიეცემა. 

უჩა მამაცაშვილიც, ღარიბაშვილიც, კობახიძეც, ყველა ეს ადამიანი დღეს ერთადერთი რამისთვის არის დღეს მოსული ხელისუფლებაში და ზოგადად, ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანია, თვითონ ისინი გამდიდრდნენ და არ იზრუნონ მოქალაქეებზე, რომელიც მოქალაქეებიც დღეს უკიდურესად არიან გაჭირვებულები და არ იზრუნონ იმაზე, რომ ფასებს ცეცხლი უკიდია დღეს მაღაზიებში და ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ელემენტალური საკვები შეიძინონ იმისთვის, რომ რამენაირად არჩინონ ოჯახები. ეს კლანი, რომელიც დღეს ბოგინებს ხელისუფლებაში, სწორედ ამ კლანის დამარცხების შემდეგ  რეალურად, ქვეყანას მიეცემა გავითარების საშუალება,  - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

დოკუმენტებით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, დგინდება, რომ 2021 წლის 21 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ გამოსცა განკარგულება და 189 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, ქუთაისსა და წყალტუბოს შორის პირდაპირი მიყიდვის წესით, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმას 113 ათას 775 ლარად გადასცა. ანუ კვადრატული დაახლოებით 60 თეთრად, ოღონდ ამ ფულის გადასახდელი ვადაც ერთ წელზე გაუნაწილეს. 

მსგავსი სიახლეები