ივანიშვილის კლანმა საკუთარი ცხოვრება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ააწყო - ბესიკ დონაძე

03.03.24 11:40
ივანიშვილის კლანმა საკუთარი ცხოვრება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ააწყო - ბესიკ დონაძე

ივანიშვილის კლანმა საკუთარი ცხოვრება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ააწყო, - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს. ოპოზციიის წევრის თქმით, ივანიშვილის გარემოცვა სახელმწიფო მიწებს პრივილიგირებულად ითვისებს. 

ივანიშვილის კლანი გამდიდრდა სახელმწიფოს ხარჯზე. ამ ადამიანებმა მიითვისეს საბიუჯეტო თანხები. ასევე, ეს ადამიანები გამარტივებულად და პრივილიგირებულად სარგებლობენ და ითვისებენ სახელმწიფო ქონებას მიწების სახით, შემდეგ ამ მიწებზე სხვადასხვა კულტურის გაშენების სახით მათ თანხას არ ხარჯავენ ანუ ამ თანხასაც იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანუ ივანიშვილმა მისი და მისი კლანის ცხოვრება სრულად ააწყოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელმწიფო ქონების ხარჯზე, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

დოკუმენტებით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, დგინდება, რომ 2021 წლის 21 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ გამოსცა განკარგულება და 189 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, ქუთაისსა და წყალტუბოს შორის პირდაპირი მიყიდვის წესით, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმას 113 ათას 775 ლარად გადასცა. ანუ კვადრატული დაახლოებით 60 თეთრად, ოღონდ ამ ფულის გადასახდელი ვადაც ერთ წელზე გაუნაწილეს.  

მსგავსი სიახლეები