"ოცნება" რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს არ იმჩნევს, რაც მიანიშნებს, რომ ის კრემლის ინტერესებს ატარებს - აქუბარდია

03.03.24 13:20
"ოცნება" რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს არ იმჩნევს, რაც მიანიშნებს, რომ ის კრემლის ინტერესებს ატარებს - აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საქართველოსთან მიმართებაში ამერიკელი პოლიტიკოსის, ლეონ პანეტას განცხადებებს იზიარებს. მისი თქმით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პირობებში ხელისუფლების მთავარ მიზანს გაერთიანება და ინსტიტუციების გაძლიერება უნდა წარმოადგენდეს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ საკუთარი ქმედებებით "ოცნება" კრემლის ინტერსებს ატარებს.

მოცემულობაში ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მთავრობა, "ქართული ოცნება" არ იმჩნევს იმ საფრთხეს, რაც რუსეთიდან მოდის და მოცემულობაში, როდესაც ერთიანი მიდგომა უნდა იყოს, თანხმობა უნდა იყოს მტერზე, გაძლიერება უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, თავდაცვსიუნარიანობის, ამის საპირისპიროს ვხედავთ და კიდევ უფრო დაყოფას "ქართული ოცნების" მხრიდან, ვიდრეს ეს ოდესმე ყოფილა და ეს, რა თქმა უნდა, ირიბად კრემლის ინტერესებს ემსახურება და აძლიერებს საქართველოში, - ამბობს თეონა აქუბარდია.  

ამერიკის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველო იქნება. ლეონ პანეტამ ასევე, ყურადღება ჩინეთზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი სტრაგიული პარტნიორობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება, რადგან დიდმა სახელმწიფომ შეიძლება ის ნებისმიერ დროს გადდაყლაპოს. 

მსგავსი სიახლეები