გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გადაწყვეტილი აქვს, რომ ივანიშვილის გუნდს ხმა არ მისცეს - სერგო ჩიხლაძე

03.03.24 13:41
გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გადაწყვეტილი აქვს, რომ ივანიშვილის გუნდს ხმა არ მისცეს - სერგო ჩიხლაძე

საარჩევნოდ ხმების მობილიზებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ოპოზიციისთვის იმის მანიშნებელია, რომ "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერთა დიდი რიცხვი არ ჰყავს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელმაც არ იცის ხმა ვის მისცეს, ივანიშვილის გუნდს ხმას ნამვილად არ მისცემს. 

პირველ რიგში, ეს არის აღიარება, რომ არანაირი 60, 80 და 90% "ქართულ ოცნებას" არ აქვს, ეს ერთი. მეორე - გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადაწყვეტილია იმაში, რომ "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს არ მისცენ ხმა, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

არჩევნებამდე 8 თვით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახლა "ოცნების" მთავარი სამიზნე ამომრჩეველთა ის 20 პროცენტია, რომელსაც შეუძლია არჩევნების ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ვის უნდა მისცეს ხმა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარესმ გუშნ არ ამალა, რომ "ქართული ოცნების" საზრუნავი ამ ხმების ხელში ჩაგდებაა.

მსგავსი სიახლეები