ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს ნებისმიერი კონფიგურაციით წააგებს - ლევან ხაბეიშვილი
„ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით", - ასე ეხმიანება ენმ-ს თავმჯომარე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ექსპრემიერის განცხადება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პარტია შეშინებულია და კარგად აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, ცვლილებები უნდათ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე და არა ივანიშვილის პირად კეთილდღეობაზე ან საკუთარ ჯიბეზე, რასაც იგივე ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის გამდიდრებით არის ცნობილი და არა იმით, რომ ხალხზე იზრუნა, ამიტომ ცხადია, რომ მისი ეს განცხადება აჩვენებს იმ საფრთხეებს, რომელსაც გრძნობს ივანიშვილის პარტია, ოღონდ გრძნობს საფრთხეს, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, რომელსაც საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს, 2024 წელი არის შესაძლებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას გამოიყენებს, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
არჩევნებამდე 8 თვით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახლა "ოცნების" მთავარი სამიზნე ამომრჩეველთა ის 20 პროცენტია, რომელსაც შეუძლია არჩევნების ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ვის უნდა მისცეს ხმა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარესმ გუშნ არ ამალა, რომ "ქართული ოცნების" საზრუნავი ამ ხმების ხელში ჩაგდებაა.